გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები

რატომ wehost?

wehost-თან თანამშრომლობა მომგებიანია

სპეციალურად დაწერილი ალგორითმების საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ფასების ოპტიმიზაციას, რაც განაპირობებს მაქსიმალურ შემოსავალს.

არანაირი სტრესი

ჩვენ ვაგვარებთ ყველაფერს თქვენ მაგივრად: სტუმრთან კომუნიკაციას, დალაგებას, დახვედრა-გაცილებას და კიდევ ბევრ სხვა საკითხს.

თქვენი სახლი სანდო ხელშია

ყოველი სტუმრის წინასწარ შემოწმება და პრობლემურ სიტუაცებზე სწრაფი რეაგირება უზრუნველყოფს რისკების შემცირებას.

რა შედის wehost-ის მომსახურებაში

პროფესიონალური ფოტოს გადაღება
და ტურისტულ საიტებზე ბინის განთავსება

პროფესიონალური დალაგება და სასტუმროს
ხარისხის თეთრეულით უზრუნველყოფა

სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია
და 24/7 ჩექინის შესაძლებლობა

საჭიროების შემთხვევაში შეკეთების
ორგანიზება და მარაგების შევსება

ფასების ყოველდღიური ოპტიმიზაცია
სპეციალურად დაწერილი
ალგორითმების საშუალებით

სტუმრების პერსონალური
კონსიერჟით და რეკომენდაციებით
უზრუნველყოფა.

ბინის განთავსება 6+ სხვადასხვა ტურისტულ პლათფორმაზე

რას ფიქრობენ ჩვენი მომხმარებლები wehost-ის შესახებ

ლელი მარჯანიშვილის ქუჩა. wehost-თან
თანამშრომლობს 2018 წლის
თებერვლიდან. ყოველთვიური
შემოსავალი - 2000$

Wehost არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ჩვენს კომფორტზე. რამდენიმეთვიანი თანამშრომლობის შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ქონება სანდო ხელშია. ნებისმიერ საკითხზე ოპერატიულად რეაგირება, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი და ახალი იდეების განხორციელება - ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც საქმე ნამდვილ პროფესიონალებთან გვაქვს.

ნინო აბანოს ქუჩა wehost-თან
თანამშრომლობს 2017 წლის
ოქტომბრიდან. ყოველთვიური
შემოსავალი- 1800$

სულ გვინდოდა ჩვენი ბინის ტურისტებზე გაქირავება, მაგრამ დროის უქონლობის
და ამ საქმეში გამოუცდელობის გამო ვერ ვახერხებდით. როდესაც გავიგე, რომ არსებობს
ასეთი კომპანია, რომელიც მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს ბინის გაქირავების მსურველებს, მაშინვე დავინტერესდი.ამ ადამიანების მიდგომამ, დამოკიდებულებამ
და კრეატიულობამ მაშინვე მიმაღებინა გადაწყვეტილება. უკვე რამდენიმე თვეა
ბინა წარმატებულად ქირავდება და ჩვენი შემოსავალიც მკვეთრად გაიზარდა.

სანდრო თარხნიშვილის ქუჩა. Wehost-თან
თანამშრომლობს 2017 წლის
აგვისტოდან. ყოველთვიური
შემოსავალი - 1300$

წლები ვაქირავებდი ბინას, ისე დამღალა ამ პროცესმა... იმასაც ვფიქრობდი, რომ საერთოდ შემეწყვიტა გაქირავება, არადა ეს შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
Wehost-თან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ აღმოვაჩინე რას
ნიშნავს გქონდეს თავისუფალი
დრო და გაზრდილი შემოსავალი.

75+ ბინა მართვაში
1000000+ შემოსავალი ბინის მესაკუთრეებისთვის
2600+ წარმატებული რეზერვაცია
გამარჯვებული პროექტი