wehost-ს დიზაინის სერვისი დაემატა

wehost ინტერიერის დიზაინის მოწყობაშიც დაგეხმარებათ

    ბოლო დროს, ყოველდღიურად იმატებს თბილისში მდებარე ბინების რაოდენობა Airbnb-ზე და, შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება კონკურენცია ამ ბაზარზე. ამიტომ, მხოლოდ ცენტრალური მდებარეობა და ნორმალური საცხოვრებელი პირობები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენი ბინა წარმატებით ქირავდებოდეს ტურისტებზე და კარგ შემოსავალსაც ტოვებდეს. ადგილმდებარეობასთან ერთად, პირველი, რაც იქცევს დამსვენებლების ყურადღებას, ეს არის ბინის ინტერიერი.

    ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ინტერიერის დიზაინში ინვესტიცია ნამდვილად იძლევა სასურველ შედეგს და მკვეთრად ზრდის ბინის გაქირავების შანსსა და გასაქირავებელ ფასს. ამიტომ, wehost-მა დაამატა ახალი სერვისი, ინტერიერის დიზაინერის მომსახურება, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მოაწყოთ თქვენი ბინა ისე, რომ გამოირჩეოდეს Airbnb-ზე განთავსებული უამრავი სხვა ბინისგან და, ამავდროულად, მოარგოთ იგი იმ სტილს, რომელიც ამჟამად ყველაზე პოპულარულია Airbnb-ის მომხმარებლებში.

    ჩვენი დიზაინერები ეხმარებიან ბინის მეპატრონეებს, მოაწყონ ბინა მათთვის სასურველ სტილში ისე, რომ წარმატებით გაქირავდეს Airbnb-ზე.

    ასეთი შედეგი მივიღეთ დიზაინერ, დოდოშკა ჩხეიძესთან თანამშრომლობით, ძველმა ბინებმა სრულიად ახალი სახე შეიძინეს. ეს ბინები ახლაც ჩვენს მართვაშია და საკმაოდ წარმატებით ქირავდება

wehost
ინტერიერის დიზაინამდე
wehost
ინტერიერის დიზაინის შემდგომ

 

 

ინტერიერის დიზაინამდე
wehost
ინტერიერის დიზაინის შემდგომ

wehost-ის ახალი სერვისი გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ სრული დიზაინ პროექტი ან 4 განსხვავებული პაკეტიდან ერთ-ერთი

wehost

სრული დიზაინ პროექტი

    სრული დიზაინ პროექტი შედგება ორი ეტაპისგან და საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ დიზაინერის მომსახურების სრული სერვისით. პირველ ეტაპზე, მიიღებთ ბინის ესკიზურ პროექტს, რომელიც მოიცავს გეგმარებას და ავეჯის განაწილების გეგმას. ხოლო, შემდეგ ეტაპზე მიიღებთ სრული პროექტის ალბომს, რომელიც მოიცავს: ბინის დეტალურ დაგეგმარებას, იატაკისა და ჭერის ნახაზებს, ავეჯის, განათების, სანტექნიკისა და მასალების სპეციფიკაციებს, კედლების განშლებს, ელექტროობის, განათების, გათბობისა და გაგრილების წერტილებს, ჩაშენებულ ი ავეჯის დეტალურ ნახაზს და, ამასთან ერთად, ჩვენი დიზაინერების მხრიდან საავტორო ზედამხედველობას 1 წლის განმავლობაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობისას ცვლილებების შეტანასაც მოიცავს.

ფასი: 80 კვ.მ-მდე – ერთი კვ.მ 73 ლარი
80 – 250 კვ.მ – ერთი კვ.მ 60 ლარი

4 განსხვავებული პაკეტი

    გარდა სრული დიზაინ პროექტისა, გთავაზობთ 4 სხვადასხვა დიზაინ პაკეტს სხვადასხვა საჭიროეებისა და ბიუჯეტისთვის.

  1. პირველი პაკეტი მოიცავს: ადგილის მონახულება, დამკვეთის ბიუჯეტიდან გამომდიანარე შესაძლებელ გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას და არსებული ავეჯიდან შესანარჩუნებელი ნაწილის გადარჩევას. ასევე, ამ პაკეტში შედის ავეჯისა და განათების შერჩევა მათი განაწილების სქემის ნახაზთან ერთად. შესაძენი ავეჯისა და განათების სია ფასებითა და ადგილმდებარეობით, სადაც შეიძლება შეძენა. გარდა ამისა, მიიღებთ ამ ყველაფრის პრეზენტაციას mood board-ში და დამატებით 4 სამუშაო დღის განმავლობაში გექნებათ 1 უფასო ცვლილების უფლება.

ფასი –  80 კვ.მ-მდე – 1470 ლარი
80 – 150 კვ.მ – 1960 ლარი
ხანგრძლივობა – 5 სამუშაო დღე

  1. მეორე პაკეტი, ყველაფერ იმასთან ერთად, რაც შედის პირველში, მოიცავს ელექტროობის სქემას და კედლების ფერების შერჩევას

 

ფასი –  80 კვ.მ-მდე – 1840 ლარი
80 – 150 კვ.მ – 2080 ლარი
ხანგრძლივობა – 7 სამუშაო დღე

 

  1. მესამე პაკეტი მოიცავს ყველაფერ იმას, რაც შედის პირველ და მეორე პაკეტში და ემატება ბინის გეგმარება და კედლების განშლები (დეკორი)

 

ფასი –  80 კვ.მ-მდე – 1960 ლარი
80 – 150 კვ.მ – 2700 ლარი
ხანგრძლივობა – 9 სამუშაო დღე

 

  1. ყველა იმ მომსახურებასთან ერთად, რაც შედის პირველ, მეორე და მესამე პაკეტში, მეოთხე პაკეტი მოიცავს მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევასაც

ფასი –  80 კვ.მ-მდე – 2330 ლარი
80 – 150 კვ.მ – 3185 ლარი
ხანგრძლივობა – 11 სამუშაო დღე

    კონსულტაციის ღირებულებაა 100 ლარი, თუმცა, თუ ისარგებლებთ დიზაინერის მომსახურების სერვისით, ეს თანხა საფასურიდან გამოიქვითება.

    ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ისარგებლებთ wehost-ის ინტერიერის დიზაინის სერვისით და შემდგომ ბინას ჩვენთან გააქირავებთ, ინტერიერის დიზაინზე მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას

კომენტარები

კომენტარები

Calculate average income of your property

Check your address to get started
Bedroom
Winner project