ხშირი ჯავშანი არ ნიშნავს მაქსიმალურ შემოსავალს

სახლის მეპატრონე:

სოფია ბინას Wehost-თან თანამშრიმლობამდეც აქირავებდა Airbnb-ზე. ყოველთვის ახერხებდა, რომ მისი ბინა მთელი თვის განმავლობაში გაქირავებულიყო. ხანდახან, რამდენიმე თვით ადრეც კი, თითქმის მთლიანად დაჯავშნილი იყო მისი კალენდარი.

ამ სტრატეგიით იგი ყოველთვიურად იღებდა გარკვეულ შემოსავალს, თუმცა არა იმდენს, რამდენის პოტენციალიც ჰქონდა მის ბინას რეალურად. ვინაიდან არ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება და არ იცოდა როდის და რის მიხედვით უნდა ეცვალა ფასები, გადაწყვიტა, რომ Wehost-თან თანამშრომლობა ეცადა იმ იმედით, რომ შემოსავალი გაეზრდებოდა და ამასთან ერთად, დროსაც დაზოგავდა.

რა ზომები მივიღეთ:

პირველ რიგში, ჩვენმა გუნდმა, ბაზარზე არსებული მდგომარეობის და სხვა მსგავს ბინებზე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შეისწავლა სოფიას ბინის რეალური პოტენციალი.

სპეციალური ალგორითმის საშუალებით შევიმუშავეთ ინდივიდუალური საფასო სტრატეგია, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იყო ამ კონკრეტული ბინისთვის

ხშირად, ფასების ცვლა დღის განმავლობაში რამდენჯერმეც გვიწევდა იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგისთვის მიგვეღწია

რა იყო მიზანი:

ჩვენი მიზანი იყო საფასო სტრატეგიის ისე განსაზღვრა, რომ ბინისგან მიგვეღო
გაზრდილი შემოსავალი და, ამასთან ერთად, გაქირავებულიყო რაც შეიძლება მეტი დღე თვის განმავლობაში. ამისთვის აუცილებელი იყო ფასების დინამიური ცვლა და მისი განსაზღვრა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

 

 

შედეგები:

მას შემდეგ, რაც სოფიას ბინას ვმართავთ, ამ ბინისგან მიღებული შემოსავალი გაორმაგდა.

ფასების განსაზღვრის სწორი და დინამიური სისტემა საშუალებას გვაძლევს ბინა გავაქირაოთ ისე, რომ სოფიას დავეხმაროთ, ხელიდან არ გაუშვას უფრო მეტი მოგების მიღების შანსი.

 

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი