სწორი კომუნიკაცია ზრდის წარმატების შანსს

სტუმრებთან კომუნიკაცია

Airbnb-ს საშუალებით ტურისტების მასპინძლობა არ გულისხმობს მხოლოდ ჯავშნის მიღებას და სტუმრებისთვის გასაღების გადაცემას. მათი ჩამოსვლა და ბინაში შესვლაც ხშირად არის სირთულეებთან დაკავშირებული. ამიტომ, პოტენციურ სტუმრებთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ ბინის დაჯავშნამდე იწყება და ხშირად, მათი ვიზიტის დასრულების შემდგომაც გრძელდება. ლევანს კი ამის დრო ხშირად არ ჰქონდა.

დაინტერესებული მომხმარებლებისთვის დროული პასუხების გაცემას ხშირად ვერ ახერხებდა, რაც ბევრ პოტენციურ სტუმარს აკარგვინებდა.

რატომ wehost:

wehost-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი 24 საათის განმავლობაში მზად არის პასუხი გასცეს სტუმრების ნებისმიერ კითხვას და აღმოუჩინოს სწრაფი დახმარება საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს 100%-ანი მაჩვენებელი სტუმრებთან კომუნიკაციაში და მათ ყოველ შეკითხვასა თუ პრობლემაზე უსწრაფეს რეაგირებას ვახდენთ.

ჩვენ სტუმრებს ჩამოსვლამდე ვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ბინასთან, მის მდებარეობასთან, ახლოს მდებარე ობიექტებთან, ტრანსპორტთან და სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით.

რა იყო მიზანი:

ყოველი დაინტერესებული მომხმარებლის წერილებისთვის პასუხის გაცემა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში

სწორი კომუნიკაციის საშუალებით მათგან ჯავშნების მიღება

მათი ვიზიტის პერიოდში ყოველ პრობლემაზე სწრაფი რეაგირება და ზრუნვა იმაზე, რომ მიიღონ პოზიტიური გამოცდილება

სტუმრების გასვლის შემდგომ მათთან კომუნიკაცია ხუთვარსკვლავიანი შეფასებების მისაღებად

შედეგები:

გამოვასწორეთ ლევანის პასუხის მაჩვენებელი 100%-ანი დონემდე, რამაც ბინას უფრო მაღალ მაღალ საფეხურზე აიყვანა Airbnb-ს რეიტინგში.

გაიზარდა 5 ვარსკვლავიანი შეფასებები, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ჯავშნების რაოდენობისა და ბინის ფასის ზრდას.

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი