სწორად შერჩეული ინტერიერი მთლიანად ცვლის ბინის პოტენციალს

სახლის მეპატრონე:

ნიკას ბინა ქალაქის ცენტრში, ფიქრის გორაზე მდებარეობს. ყოველთვის უნდოდა
ამ ბინის ტურისტებზე გაქირავება, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო იკავებდა თავს, ხოლო რემონტის შემდეგ გადაწყვიტა Airbnb-ზე დარეგისტრირებულიყო და ასე მიეღო სტუმრები უცხოეთიდან, თუმცა აღმოჩნდა, არც ისე ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა მისი ბინით.

ახალგარემონტებული ბინის თანამედროვე დიზაინიც ყოველთვის არ ერგება საჭირო სტანდარტებს. ამიტომ, ნიკამ გადაწყვიტა გადავწყვიტე ამ ბინის ინტერიერზე ზრუნვა და შემდგომ უკვე, მისი გაქირავება Wehost-ისთვის გადაებარებინა.

რა იყო ჩვენი მიზანი:

ჩვენი მიზანი იყო ბინის დიზაინის დახვეწა ისე, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო ტურისტებისთვის და, შესაბამისად, უკეთაც გაქირავებულიყო.

ამისთვის გამოვიყენეთ მინიმალური რესურსი და სულ რაღაც 5000 ლარად შევცვალეთ სრული ინტერიერი. შევღებეთ კედლები, მოვაპირკეთეთ სამზარეული და მცირედი ცვლილებები შევიტანეთ ავეჯშიც.

რა შედეგი მივიღეთ

გადაკეთების შემდეგ ბინა მთლიანად შეიცვალა. თითქმის წარმოუდგენელი იყო ამ ფასად ასეთი რადიკალური ცვლილებები ინტერიერში.

დიზაინის შეცვლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ტურისტების ინტერესი ამ ბინისადმი და გაღებული ხარჯები სულ მალე ამოიღო მეპატრონემ. ინტერიერის დიზაინში შეტანილმა ცვლილებებმა სრულიად შეცვალა ამ ბინის გასაქირავებელი ფასიც და გასაქირავებელი პოტენციალიც.

რემონტამდე

რემონტის შემდეგ

 

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი