კარგი ფოტოები = გაზრდილ შემოსავალს

სახლის მეპატრონე:

თაკო თავის ბინას რამდენიმე თვის განმავლობაში აქირავებდა Airbnb-ზე. მას შემდეგ, რაც არაერთმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ბევრად უკეთესი ბინა დახვდათ იმასთან შედარებით, რასაც ელოდნენ, თაკომ გადაწყვიტა პროფესიონალური ფოტოებით გაეახლებინა ბინის პროფაილი. გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში, ბინა არც ისე ხშირად იჯავშნებოდა. ამიტომ, თაკო Wehost-ს დაუკავშირდა.

რა ზომები მივიღეთ:

სასურველი შედეგის მისაღწევად, ჩვენმა გუნდმა მთლიანად მოაწესრიგა და გადასაღებად მოამზადა ბინა.

შემდგომ კი, ფოტოგრაფებმა პროფესიონალური განათებით, სწორად შერჩეული კუთხით და ფართოლინზიანი ფოტოაპარატის გამოყენებით გადაიღეს მაღალი ხარისხის ფოტოები, რომლებიც მაქსიმალურად წარმოაჩენდა ბინის ყველა დადებით მხარეს.

რა იყო ჩვენი მიზანი:

ვინაიდან Airbnb-ზე უამრავი ბინაა განთავსებული და კონკურენცია დიდია, ჩვენი მიზანი იყო ამ სახლის გადაღება ისე, რომ გამოგვეკვეთა სტანდარტული ბინებისგან.

გარდა ამისა, უნდა გადაგვეღო ისეთი ფოტოები, რომლებიც რეალურად ასახავდა სახლის მდგომარეობას და არ დატოვებდა არასწორ მოლოდინებს.

შედეგები:

Airbnb-ზე ახალი ფოტოების ატვირთვის შემდგომ, გაიზარდა ინტერესი ამ ბინის მიმართ

გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა

გაიზარდა გასაქირავებელი ფასი

ძველი ფოტოები

ახალი ფოტოები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი