7 მიზეზი რის გამოც შეიძლება დაინტერესდეთ Airbnb მენეჯმენტ კომპანიის მომსახურებით

  ახალი ამბავი აღარ არის ის, რომ თბილისის რამდენიმე ტურისტულ უბანში ბინის ფლობა პირდაპირ ასოცირდება მოკლევადიან გაქირავებასთან და მაღალ შემოსავალთან. ტურისტების ნაკადის ყოველწლიურ ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო რეალური ხდება ბინის გაქირავებით საკმაოდ მაღალი შემოსავლის მიღება მთელი წლის განმავლობაში.

  რადგან ამ ბაზარზე შესამჩნევად გაიზარდა მოთხოვნა, გაიზარდა Airbnbსა და booking.com-ის პოპულარობაც ქართველ ბინის მეპატრონეებში, თუმცა რეალურად, იმისთვის რომ ბინა სრული დატვირთვით ქირავდებოდეს და სტუმრებიც ყოველთვის კმაყოფილები რჩებოდნენ თქვენი მომსახურებით, საკმაოდ დიდი დრო და ენერგიაა საჭირო.

  სწორად ამიტომ, მსოფლიოში უკვე საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ბინის ჩაბარება ისეთი კომპანიისთვის, რომელიც მეპატრონის მაგიერ უზრუნველყოფს ბინის მოკლევადიანი გაქირავებისთვის საჭირო სერვისს. Wehost არის პირველი მსგავსი კომპანია საქართველოში და უკვე წელიწადზე მეტია, 80-ზე მეტ მეპატრონეს ეხმარება ბინის ტურისტებზე გაქირავებით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი და დაზოგონ საკუთარი დრო და ენერგია.  

  ვინაიდან საქართველოში მსგავსი მომსახურება ჯერ კიდევ ახალია, ბევრმა არ იცის რა იგულისხმება ბინის მართვის სერვისში და რატომ უნდა ისარგებლონ ამ მომსახურებით. ამიტომ, გაგაცნობთ 7 მიზეზს, რის გამოც მეპატრონეები არჩევენ საკუთარი ბინა ჩააბარონ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას, რომელიც პროფესიონალურად წარმართავს მოკლევადიანი გაქირავების პროცესს.

  1. გამოცდილება

  ბინის ტურისტებზე გაქირავების დროს შეიძლება არაერთ გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ სირთულეს წააწყდეთ. პირველ რიგში, საჭიროა ბინის პროფილის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე მიმზიდველი ფოტოებითა და აღწერით. შემდეგ იწყება ზრუნვა პირველ ჯავშანზე, კარგ შეფასებებზე, სტუმრების მიღებასა და ბინის შესაბამის მდგომარეობაში დახვედრებაზე, სტუმრების სურვილებისა და მოთხოვნების შესრულებაზე, მოულოდნელ პრობლემებზე, ზოგადად, ბინის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ამავდროულად, საკმარისი შემოსავლის გამომუშავებაზეც.

  ამ ყველაფრის სწორად გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ გაქვს საკმარისი გამოცდილება, საკმაოდ რთულია. უმნიშვნელო შეცდომამ ან უყურადღებობამაც შეიძლება იქონიოს გავლენა ახალი ბინის რეიტინგზე. ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ, რომ ბინა ტურისტებზე გააქირაოთ და არ გსურთ დაკარგოთ დრო ან დაუშვათ შეცდომები გამოუცდელობის გამო, შეგიძლიათ ისარგებლოთ Airbnb მენეჯმენტ კომპანიის მომსახურებით, მიიღოთ ბინის მართვის სერვისი პროფესიონალებისგან და მხოლოდ შემოსავლის მიღებას დაელოდოთ.

  1. თავი აარიდეთ მოკლევადიანი გაქირავების თანმდევ სტრესს

  იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი ბინის მართვა Wehost-ს უნდა მიანდოთ, აღარ მოგიწევთ მუდმივი ფიქრი იმაზე, მოასწრებთ თუ არა სტუმრის დახვედრას, გეცლებათ თუ არა იმისთვის, რომ მის ყველა კითხვას სწრაფად უპასუხოთ და მოახერხებთ თუ ვერა, რომ ყველა სტუმარს იდეალურ მდგომარეობაში დაახვედროთ ბინა მაშინაც კი, როდესაც მის მოსვლამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და წინა სტუმარმა ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში დატოვა.

  ყველაფერთან ერთად, იმაზე ფიქრიც აღარ მოგიწევთ, ამდენი წვალების შემდეგ მაინც უკმაყოფილო ხომ არ დარჩა რომელიმე სტუმარი და შეფასების დაწერის დროს ვარსკვლავს ხომ არ დაგაკლებთ. ბინის ვიჰოსთისთვის ჩაბარების შემთხვევაში ყველა ამ საკითხზე თქვენ ნაცვლად ზრუნავენ მსგავს სიტუაციებში გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ დაისტრესოთ მოკლევადიან გაქირავების მუდმივად თანმდევი პრობლემებით.

  1. სტუმრები იღებენ პროფესიონალურ მომსახურებას

  როდესაც ბინის მენეჯმენტზე ზრუნავს კომპანია, რომელიც სწორედ ამ სერვისზეა ორიენტირებული, სტუმრები იღებენ პროფესიონალურ, მათ კომფორტზე მორგებულ მომსახურებას. ბინაში შესვლის შესაძლებლობა თუნდაც ღამის 3 საათზე, ნებისმიერ მათ შეკითხვაზე დროული პასუხების გაცემა და მცირე პრობლემის შემთხვევაშიც სწრაფი რეაგირება ქმნის სტუმრისთვის კომფორტულ გარემოს და შესაბამისად, იწვევს მათ კეთილგანწყობას.

  ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი სტუმრები  ტოვებენ ხუთვარსკვლავიან შეფასებებსა და დადებით კომენტარებს. ზოგადად კი, კარგი შეფასებები და მაღალი რეიტინგი ბევრად ზრდის ბინის დაჯავშნის ალბათობას და მის გასაქირავებელ ფასს.  

  1. მეტი დრო საკუთარი თავისთვის

  წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოკლევადიანმა გაქირავებამ და ამ ყველაფრის ორგანიზებამ შეიძლება იმაზე ბევრად მეტი დრო წაგართვათ, ვიდრე გეგმავდით. სრულგანაკვეთიან სამსახურთან ერთად ტურისტების მასპინძლობა თითქმის მთლიანად დაიკავებს თქვენს დროს და ამ საქმით მიღებული შემოსავალიც აღარ იქნება ისეთი სასიამოვნო, როგორც ამას საქმის დაწყებამდე წარმოიდგენდით.

  ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბინას პროფესიონალებს ანდობთ, მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის და შეძლებთ დატკბეთ მიღებული შემოსავლით.

  1. ამცირებს შეცდომების რისკს

  იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ Airbnb-ის ან booking.com-ის გამოცდილი მომხმარებელი, არის შანსი რომ დაუშვათ შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა სერიოუზლი პრობლემები შეგიქმნათ თქვენ ან თქვენს სტუმრებს. მაგალითად, თუ შემთხვევით check-in-ის დრო აგერიათ, საიტზე რაიმე ზუსტად არ მიუთითეთ ან სტუმრებს წინასწარ არ აუხსენით ყველაფერი, შესაძლოა უცხო ქალაქში ქუჩაში საათობით ლოდინიც დასჭირდეთ, რაც, იმის გარდა, რომ მათ შეუქმნის დისკომფორტს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი შეფასების დაწერისას გაითვალისწინეს, საკმაოდ ცუდად იმოქმედებს ახალი ბინის რეიტინგზეც.

  1. გაერთიანებული მენეჯმენტი ქმნის დამატებით კომფორტს

  როდესაც კომპანია რამდენიმე ათეულ ბინას მართავს ერთდროულად, აქვს იმის საშუალება, რომ გამოიყენოს სხვადასხვა soft-ები და ფასიანი სერვისები, რომლებიც ამარტივებს მუშაობას, მეტ კომფორტს ქმნის სტუმრებისთვის და საშუალებას გვაძლევს მაღალი სტანდარტის მომსახურება შევქმნათ. Soft-ები, რომელთა დახმარებითაც ვაკონტროლებთ ბინების დალაგებას, სტუმრებს ვუგზავნით ინდივიდუალურ რეკომენდაციებსა და ინსტრუქციებს, ვაკონტროლებთ ბინების ჯავშნებსა და დატვირთულობას, საშუალებას გვაძლევს სტუმრებს მივაწოდოთ ხარისხიანი სერვისი. გარდა ამისა, ორგანიზებული სერვისი საშუალებას იძლევა მივიღოთ თუნდაც ერთდღიანი ჯავშნები (რაც ხშირად მეპატრონისთვის ზედმეტ წვალებასთან ასოცირდება და უარს ამბობს ასეთ მოკლევადიან ჯავშანზე) და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბინის პოტენციალი.

  1. ფასების ოპტიმიზაცია მაქსიმალური შემოსავლისთვის

  ბინის ჩაბარება ისეთ კომპანიისთვის, რომელიც ორიენტირებულია მოკლევადიანი გაქირავების მენეჯმენტზე, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მაქისმალური პოტენციური შემოსავალი, რადგან ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ფასიან სტატისტიკასა და ამ სფეროში არსებულ ცოდნას საფასო პოლიტიკისთვის. ფასების ოპტიმიზაციის შედეგად ვიღებთ მაქსიმალურ პოტენციურ შემოსავალს ყოველი ბინის მეპატრონისთვის და არასეზონურ პერიოდშიც მოთხოვნის შესაბამისად მაქსიმალურ ფასად ვაქირავებთ ბინებს. ფასების წორი ოპტიმიზაციის შედეგად გაზრდილი შემოსავლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორიას

როგორც ხედავთ, ბინის მოკლევადიანი გაქირავება საკმაოდ საპასუხისმგებლო და დამღლელი პროცესია, სადაც მცირე შეცდომამაც შეიძლება სერიოზული პრობლემა შეგიქმნათ, თუმცა მიღებული შემოსავლის გამო ნამდვილად ღირს ცდა.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, ბინა ტურისტებზე გააქირაოთ, თუმცა არ გაქვთ საკმარისი დრო ან გამოცდილება, ან უბრალოდ გსურთ ზედმეტი სტრესის გარეშე მიიღოთ საკმაოდ მაღალი დამატებითი შემოსავალი, Wehost თქვენ მაგივრად უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც საჭიროა ბინის წამრატებით გაქირავებისთვის. თქვენ კი შეგიძლიათ მხოლოდ შემოსავლის მიღებას დაელოდოთ!

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი