wehost გთავაზობთ გასაქირავებელი ბინების მენეჯმენტის სრულ პაკეტს, რაც მოიცავს სასტუმროს ხარისხის მომსახურებას, ფასების ოპტიმიზაციას, სტუმრების წინასწარ შემოწმებას, დალაგებას და ყველა იმ პროცენდურას, რომელიც თავიდან აგაცილებთ ბინის ტურისტებზე გაქირავებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და დაგეხმარებათ მაქსიმალური შემოსავლის მიღებაში.
ასევე, გთავაზობთ ერთჯერად დალაგების, ფოტოგადაღების და ინტერიერის დიზაინის სერვისებს.
ჩვენთან თანამშრომლობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს გააქირავოს ბინა ქალაქის ტურისტულ ნაწილში და მაქსიმალურად გამოიყენოს ამ ბინის პოტენციალი ისე, რომ თვითონ არ უწევდეს ამისთვის ძალისხმევა.

ერთჯერადი სერვისებით შეიძლება დაინტერესდეს ყველა, ვინც თავად აქირავებს ბინას და სასწრაფოდ სჭირდება დალაგება სტუმრის შესვლამდე, სურს უკეთესი ფოტოებით გაზარდოს ბინის გაქირავების შანსები, ან სურს ინტერიერში შეიტანოს ცვლილებები, რითაც გაზრდის ბინის გაქირავების შანსს და საფასურს.
ჩვენი გუნდი იყენებს Airbnb-ს სპეციალურ ალგორითმს, რომელიც საშუალებას იძლევა განსაზღვროს ყველაზე ოპტიმალური ფასი თითოეული დღისთვის. ამ ალგორითმის საშუალებით ბინა ქირავდება მაქსიმალურ შესაძლო ფასად მთელი თვის განმავლობაშ ისე, რომ თითქმის არცერთი დღის განმავლობაში არ რჩება ბინა თავისუფალი.
ზუსტი თანხის გამოსათვლელად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ბინის ფართობი, ინტერიერი, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. საშუალოდ, თქვენი შემოსავალი იქნება იმაზე ორჯერ მეტი, რასაც გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში მიიღებდით. ხოლო, აქტიური სეზონის პერიოდში, კიდევ უფრო მეტი.
პირველ რიგში, ვამოწმებთ წინა მასპინძლის მიერ დაწერილ შეფასებებს, ვამოწმებთ სტუმრის ვერიფიკაციას და იმ შემთხვევაში თუ გაგვიჩნდება რაიმე ეჭვი მისი ვინაობის შესახებ, პირადად ვუკავშრდებით და ვარკვევთ დეტალებს.
ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებულად გაქირავდება თქვენი ბინა, რამდენად ერგება ინტერიერი Airbnb-ს სტანდარტებს და რა ცვლელებების შეტანა გაზრდის თქვენს პოტენციურ შემოსავალს
ამ შემთხვევაში გთავაზობთ ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი დიზაინის შერჩევაში და თქვენი ბინის გაქირავების პოტენციალის ზრდაში.
ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სტუმრების კმაყოფილებაზე. ვეხმარებით, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.. პოტენციური სტუმრის კომფორტზე ზრუნვა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც პირველად გვიკავშირდება და ჯავშნის ბინას. ჩვენ უზრუნველვყოფთ ეფექტურ კომუნიკაციას, მათზე მორგებულ check-in პროცენდურას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას 24/7-ზე. ასევე, მათ ვთავაზობთ, სპეციალურად შექმნილ სარეკომენდაციო წიგნს და კონსიერჟის მომსახურებას.
თქვენ გექნებათ სრული წვდომა ყველა ინფორმაციაზე, მათ შორის, ფასებზე, შემოსავალზე და შეფასებებზე. ყველა პროცენდურა არის სრულიად გამჭვირვალე.
ყოველი თვის 10 რიცხვამდე, თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ წინა თვეში თქვენი ბინიდან მიღებული თანხა
დიახ, ამ შემთხვევაში გავაგრძელებთ თქვენი ბინის გაქირავებას ისე, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ამ საქმეზე დროის ხარჯვა.

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი