საქართველოში ტურისტების ნაკადი იზრდება

ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს

   ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია საქართველოში შემომავალ ტურისტულ ნაკადში. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება საქართველოს მთავრობისთვის 2018 წელსაც და მთავარი ამოცანაა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ოთხივე სეზონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 7.5 მილიარდზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც დაახლოებით 19%-ით აღემატება წინა წლის ტურისტების რაოდენობას. რაც შეეხება 2018 წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში უკვე აღინიშნება ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდა წინა წელთან შედარებით. წელს საქართველოში უკვე შემოვიდა 1.5 მილიონი ადამიანი, რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ზრიდს ტენდენცია და უკვე არსებული მონაცემები საკმაოდ წარმატებულ ტურისტულ სეზონს გვპირდება როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა სამთო თუ საზღვაო კურორტებზე.

იზრდება ინტერესი დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებში

   საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დღესდღეობით, ქვეყანაში შემოსული სტუმრების დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან. ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შემოდიან. თუმცა ბოლო დროს მკვეთრად იმატებს ტურისტების რაოდენობა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 83%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ესტონეთიდან, 27% გერმანიიდან, ხოლო, 53%-ით დიდი ბრიტანეთიდან.

პოპულარული გამოცემები ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევენ

National Geographic

   ბოლო დროს, უკვე რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ დაასახელა საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი, 2018 წლის აქტუალურ ტურისტულ მიმართულებად. National Geographic-ის სტატიაში, რომელშიც აღწერილია 2018 წლის 21 ტურისტული მიმართულება, თბილისი მესამე ადგილს იკავებს. ამ სტატიაში საუბარია ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, გოგირდის აბანოებზე, ძველი თბილისის არქიტექტურაზე და ქართულ სამზარეულოზე. პოპულარული გამოცემა მოგზაურებს ურჩევს ეწვიონ თბილისს და გაეცნონ ძველი ქალაქის ნამდვილ შარმს.

Bloomberg

   ამერიკულმა მედიასააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ რომელი ტურისტული მიმართულება იქნება ყველაზე აქტუალური 2018 წელს და ამ სიაში მოხვდა თბილისიც. Bloomberg-ი საქართველოში მოგზაურებს ურჩევს თბილისის გარდა, ეწვიონ მესტიასა და ბათუმს და, ამასთან ერთად, აღმოაჩინონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და მრავალფეროვანი სამზარეულო.

Lonely Planet

   კიდევ ერთმა პოპულარულმა ტურისტულმა გამოცემამ, Lonely planet, გამოაქვეყნა 10 ტურისტული მიმართულება, რომელსაც უნდა ეწვიო 2018 წლის განმავლობაში და ამ სიაში მოხვდა საქართველოც. ტურისტული გამოცემა მოგზაურობის მსურველებს ურჩევს მოინახულონ საქართველო ქვეყნის დამოუკიდებლობიდან 100 წლის თავზე და აღმოაჩინონ ამ რეგიონის ისტორიის გავლენა დღევანდელ საქართველოზე.

   საქართველოს პოპუალერიზაცია უცხოელ ტურისტებში, მკვეთრად ზრდის ტურისტულ ნაკადს და, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება ტურზიმიდან მიღებული შემოსავალიც. 2017 წელს ტურიზმის შემოსავალმა ნახევარ მილიარდზე მეტით გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს. ზრდის ტენდენციები და სამომავლო პროგნოზი აჩვენებს, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში და, შესაბამისად, გაიზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც.

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი