რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის Airbnb-ზე განთავსებამდე

6 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ ბინას Airbnb-ზე გააქირავებთ

თუკი გადაწყვიტეთ რომ Airbnb-ზე ბინა უნდა გააქირაოთ, ალბათ, თავიდან ეს პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნოდ და მარტივად მოგეჩვენებათ ვიდრე მას შემდეგ, რაც უკეთ გაეცნობით ამ საქმიანობის სპეციფიკას და იმას, თუ რა არის საჭირო ტურისტების მისაღებად და თქვენი ბინისთვის წარმატებული პროფილის ასაწყობად. იმისთვის, რომ ბინის გაქირავების პროცესს მომზადებულები შეხვდეთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ, გაზარდოთ თქვენი ბინის სწრაფად გაქირავების შანსები და მოემზადოთ პირველი სტუმრის მისაღებად.

 

1. მზად იყავით ხარჯებისთვის

 

ტურისტებზე ბინის გაქირავება ავტომატურად ასოცირდება გაზრდილ შემოსავალთან და რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი სწორედ ეს უნდა იყოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასაწყისში მცირე დეტალებზე ფულის დაზოგვა ვერ მოგიტანთ საბოლოოდ სასურველ შედეგს. მზად უნდა იყოთ, რომ თავდაპირველად გექნებათ გარკვეული აუცილებელი ხარჯები, მაგალითად, მოგიწევთ შეიძინოთ ხარისხიანი თეთრეული ლოგინისთვის, ასევე პირსახოცები, ჰიგიენის საშუალებები და სხვა მსგავსი ნივთები. ეს ყველაფერი ჯამში არც ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, ამ ინვესტიციით აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.

2. გამოყავით დრო ამ საქმისთვის

 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ბინის დღიური გაქირავება ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მზად იყავით იმისთვის, რომ მოგიწევთ სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია. ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი საქმეებისგან გათავისუფლება, სტუმრებთან მისვლა და მათი დახმარება. ასევე, სასურველია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უპასუხოთ მათ ნებისმიერ კითხვას, თხოვნას თუ პრეტენზიას, რადგან თქვენი ბინის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სტუმრების შეფასებებზე.

 

3. გახადეთ თქვენი ბინა უნიკალური

 

მომხმარებლები, რომლებიც სასტუმროში დარჩენას Airbnb-ით ბინის ქირაობას ამჯობინებენ, ეძებენ არა მხოლოდ ღამისგასათევ ადგილს, არამედ, უნიკალურ, ლოკალურ გამოცდილებას. ამიტომ, შეეცადეთ თქვენი ბინა იყოს რაღაცით გამორჩეული, უნიკალური და ქმნიდეს სახლის ატმოსფეროს. იყავით კრეატიულები, არ მოექცეთ ჩარჩოებში და გახადეთ თქვენი ბინა უნიკალური. თუ გსურთ, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი და გახდეს თქვენი ბინა გამორჩეული, გირჩევთ, რომ მიმართოთ პროფესიონალ დიზაინერს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენს ბინას შესძინოთ ინდივიდუალურობა და ამასთან ერთად, უფრო მიმზიდველი გახადოთ მომხმარებლებისთვის. გაეცანით wehost-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორიას ინტერიერის დიზაინში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და გაიგეთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ დიზაინს.

 

4. იზრუნეთ სისუფთავეზე

 

მთავარი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ოცნებებს ბინის წარმატებით გაქირავებასთან დაკავშირებით, ეს არის ხარვეზები სისუფთავეში. ერთმა ობობის ქსელმა, პატარა ლაქამ ან მტვერმა შესაძლოა საერთოდ გააქროს თქვენი ბინის მომავალში გაქირავების შანსები. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს და ეცადეთ, რომ სტუმრებს ბინა ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში დაახვედროთ. საბოლოოდ ეს მოგიტანთ კარგ შეფასებებს და გრძელვადიან წარმატებას.

 

5. ყურადღებით შეარჩიეთ ფოტოები

 

პოზიტიური შეფასებები, მისაღები ფასები და მიმზიდველი ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია ბინის შერჩევისას, თუმცა არაფერი იქცევს მომხმარებლის ყურადღებას ისე, როგორც ბინის ხარისხიანი ფოტოები. Airbnb საშუალებას გაძლევთ განათავსოთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფოტოები, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი ბინის ყველა უპირატესობა. ასევე, Airbnb საშუალებას იძლევა აირჩიოთ მთავარი ფოტო, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას მოახდენს და დააინტერესებს პოტენციურ მომხმარებლებს. ამიტომ, ეცადეთ ყურადღებით შეარჩიოთ თითოეული ფოტო და ნუ დაზოგავთ დროს ან ფულს ხარისხიანი სურათების გადასაღებად. თუ გსურთ გაიგოთ როგორ უნდა გადაიღოთ ხარისხიანი და მიმზიდველი სურათები, გაეცანით 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ინტერიერის ფოტოგადაღებისას.

 

6. ნუ შეიქმნით პრობლემას კანონთან

 

Airbnb-ის წესების თანახმად, მომხმარებლებმა, როგორც მასპინძლებმა, ასევე სტუმრებმა, თავად უნდა მიიღონ ზომები იმისთვის, რომ არ დაარღვიონ ბინის ქირაობა-გაქირავებასთან დაკავშირებული ლოკალური კანონები. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირდეთ როგორც გადამხდელი ფიზიკური პირი და გადაიხადოთ წლიური 5%.

 

გაითვალისწინეთ ეს ექვსი რჩევა და დაიწყეთ ბინის გაქირავების პროცესი მომზადებულებმა. შეაფასეთ თქვენი მზადყოფნა სტუმრების დასახვედრად თუმცა ნუ შეგაშინებთ მცირე დაბრკოლებები, რადგან ბინის Airbnb-ზე გაქირავებით მიღებული შემოსავალი ნამდვილად გადაფარავს ყველა ხარჯს და სირთულეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი დრო ამ ყველაფრის ორგანზიებისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ wehost-ს და ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ მაქისმალური შემოსავალი ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი