რა განსხვავებაა Airbnb-ის ბინასა და სასტუმროს შორის

განსხვავება Airbnb-სა და სასტუმროს შორის

როცა საქმე იმაზე მიდგება, თუ სად ჯობია მოგზაურობის დროს დარჩენა, სასტუმროში თუ Airbnb-ზე შერჩეულ ბინაში, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკეთებს არჩევანს Airbnb-ს სასარგებლოდ. ფაქტია, რომ დამსვენებლებს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ სასტუმროსა და ბინისგან, თუმცა, მეორე მხრივ, სასტუმროც და ბინაც უნდა ერგებოდეს დამსვენებლების კომფორტსა და მოთხოვნებს, ამიტომ თუკი ახალი დაწყებული გაქვთ ბინის Airbnb-ს საშუალებით გაქირავება, შესაძლოა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდით, რითი უნდა უზრუნველყოთ თქვენი ბინა და თითოეული სტუმარი. ამიტომ, გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, იმის შესახებ, თუ რა უნდა გქონდეთ ბინაში იმისთვის, რომ იმ დამსვენებლებმა, რომლებიც ბინის ქირაობას ამჯობინებენ, მაინც მიიღონ კომფორტული მომსახურება და არ დარჩნენ უკმაყოფილო საკუთარი არჩევანით.

სუფთა თეთრეული

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ნებისმიერი დადებითი მხარის გადაწონვა შეუძლია გასარეცხ თეთრეულს და ცუდად დალაგებულ ლოგინს. ამიტომ, გირჩევთ რომ ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმოთ. საუკეთესო შემთხვევაში, შეარჩიეთ თეთრი ფერის თეთრეული, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დარჩეს ლაქები და იზრუნეთ მის სისუფთავეზე.

ჰიგიენის საშუალებები

იმის მიუხედავად, სასტუმროში მიდიხართ დასასვენებლად თუ Airbnb-ს ბინაში, ბუნებრივია იმის მოლოდინი, რომ დაგხვდებათ აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები. სტუმრების მიღებამდე არ დაგავიწყდეთ იმის შემოწმება, არის თუ არა ტუალეტის ქაღალდი, შამპუნი, შხაპის გელი და საპონი. ამ მცირე დეტალებით შეძლებთ თავიდან აირიდოთ სტუმრების უკმაყოფილება და იმედგაცრუება.

პირსახოცი ყველა სტუმრისთვის

მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-ზე ნაქირავები ბინისგან დამსვენებლები სასტუმროსგან განსხვავებულ გამოცდილებას მოელიან, სასურველია, რომ სისუფთავისა და საბაზისო ნივთებით უზრუნველყოფით სასტუმროს მიბაძოთ. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა სტუმრისთვის დატოვოთ თითო პირსახოცი. უკეთესი იქნება თუ პირსახოცებიც, თეთრეულის მსგავსად თეთრი იქნება. ასევე, აუცილებელია მუდმივად იზრუნოთ მათ იდეალურ სისუფთავეზეც.

Wifi

ინტერნეტთან წვდომა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ დამსვენებლები ელიან, რომ მათ მიერ დაჯავშნილ ბინაშიც ექნებათ ინტერნეტთან კავშირი. უცხოელი ტურისტებისთვის, ხშირად, ინტერნეტი ერთადერთი კომუნიკაციის საშუალებაა, რადგან არ აქვთ ადგილობრივი ტელეფონის ნომერი, გარდა ამისა, სახლში ინტერნეტი ძალიან კომფორტულია ტურისტებისთვის დღის დასაგეგმად და დასათვალიერებელი ტერიტორიების მოსანიშნად.

უთო და საუთაო მაგიდა

ბიზნეს შეხვედრებზე ჩამოსული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საშუალება, რომ მოემზადონ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. თუკი სტუმრებს დაახვედრებთ მათი კომფორტისთვის საჭირო ინვენტარს და იგრძნობენ, რომ სახლის მეპატრონე ზრუნავს მათზე, უკეთეს შეფასებებს დაწერენ და გაზრდიან თქვენი ბინის მომავალში გაქირავების შანსს.

სამზარეულოს ინვენტარი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სასტუმროში დარჩენას ამჯობინებენ რომ ბინა იქირაონ, არის სამზარეულო და მრავალფეროვანი კერძების მომზადების შესაძლებლობა. ამიტომ, თუკი არ დახვდებათ ჭურჭელი, ტაფა, ქვაბი, გაზქურა ან ჩაიდანი, შესაძლოა იმედი გაუცრუვდეთ და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახოს როგორც მათ განწყობაზე, ასევე თქვენი ბინის შეფასებაზეც.

 

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ დრო ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, სისუფთავესა და მარაგების შესავსებად მუდმივი ზრუნვისთვის, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით ბინის ტურისტებზე გაქირავებაში ისე, რომ არ მოგიწევთ თეთრეულზე, პირსახოცებზე, ჰიგიენის საშუალებებსა და სხვა დეტალებზე ზრუნვა.

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი