ბინის ტურისტებზე გაქირავების უპირატესობები

გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი გაქირავება

   თუკი აღმოჩნდა, რომ თავისუფალი ბინა გაქვთ, რომლის გაქირავებას და დამატებითი შემოსავლის წყაროდ გადაქცევას აპირებთ, ალბათ გაჩნდება დილემა იმის შესახებ, გრძელვადიანი გაქირავება აირჩიოთ, რომელიც ნაკლებ შემოსავალს იძლევა, მაგრამ ნაკლებ წვალებასთანაც არის დაკავშირებული, თუ ტურისტებზე გაქირავება არჩიოთ, მეტი შემოსავლის იმედით.

   ერთი მხრივ, თავისუფალი ბინა ყოველთვის ასოცირდება გრძელვადიანი გაქირავებით შემოსავლის მიღების მარტივ საშუალებასთან.  ამ შემთხვევაში, მოკლევადიანი გაქირავებისგან განსხვავებით, არაა საჭირო ბინის მუდმივი კონტროლი, დალაგებაზე ზრუნვა, სტუმრებთან კომუნიკაცია, მათი დახვედრა, გაცილება და ასე შემდეგ. შემოსავალიც მუდმივი და სტაბილურია. მეორე მხრივ, ეს შემოსავალი ბევრად ჩამოუვარდება იმ რაოდენობას, რომლის მიღებაც მოკლევადიანი გაქირავებით არის შესაძლებელი.

Airbnb-ის უპირატესობები

   რაც შეეხება მოკლევადიან გაქირავებას, ამ შემთხვევაში, ბინას ძირითადად ტურისტები ქირაობენ და მათთან დაკავშირებაც სხვადასხვა ტურისტული პლათფორმებიდან არის შესაძლებელი. ყველაზე პოპულარულ და სანდო პლათფორმად ითვლება Airbnb, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანაში მოძებნონ მყუდრო და კომფორტული სახლი, რომელიც მოერგება მათ მოთხოვნებს და ბიუჯეტს. Airbnb-ით სარგებლობა მოსახერხებელია ბინის მეპატრონეებისთვისაც, რადგან მარტივია სხვადასხვა პარამეტრების დარეგულირება, იმის განსაზღვრა, თუ რამდენი სტუმრის მიღება გსურთ, რა ხანგრძლივობით, რამდენად მარტივად შეუძლია სტუმარს ჯავშნის გაუქმება და ასე შემდეგ. ბინის Airbnb-ით გაქირავების უპირატესობების დეტალურად გასაცნობად, შეგიძლიათ იხილოთ ბინის იმ მეპატრონეების ისტორიები, რომლებიც wehost-თან თანამშრომლობენ.

2-ჯერ ან 3-ჯერ გაზრდილი შემოსავალი

   Airbnb-ს მთავარი უპირატესობა გრძელვადიან გაქირავებასთან შედარებით, არის ის, რომ ამ გზით საშუალოდ, ყოველთვიურად 2-3-ჯერ მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი დღევანდელი მდგომარეობით. სწორი მენეჯმენტი, სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია და ფასების ოპტიმიზაცია იძლევა საშუალებას, რომ Airbnb-ს საშუალებით მაქსიმალური შემოსავალი მიიღოთ ბინის გაქირავებით. მაგალითისთვის, თბილისში 2 საძინებლიანი ბინა კარგი ტურისტული მდებარეობით და სწორი მენეჯმნეტით, თვეში 1500-დან 3000 დოლარამდე შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ, რაც ბევრად აღემატება გრძელვადიანი გაქირავების ფასს.

ნაკლები ცვეთა და რისკი

   კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მოკლევადიანი გაქირავება გრძელვადიანზე სასურველი ბინის მეპატრონეებისთვის, არის ის, რომ ამ შემთხვევაში, ბინა გაცილებით ნაკლებად ცვდება. რამდენიმე დღით ჩამოსული სტუმრები თითქმის არ სარგებლობენ ბინაში არსებული ყველა ინვენტარით. გარდა ამისა, სტუმრების გასვლის შემდეგ ბინის რეგულარული დალაგება საშუალებას იძლევა, რომ მუდმივად შემოწმდეს ბინის მდგომარეობა. ამასთან ერთად, Airbnb იძლევა საშუალებას, რომ სტუმრებს წინასწარ ჰქონდეთ დეპოზიტზე გარკვეული თანხა, რომელიც რაიმეს დაზიანების შემთხვევაში ჩამოეჭრებათ. ასე თავიდან აირიდებთ მნიშვნელოვან ზარალს და შეძლებთ ბინის უვნებლად გაქირავებას.

   მაშინ, როდესაც გაქვთ ბინა ტურისტულ ადგილას და გსურთ მისი გაქირავება, ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება Airbnb-ით სარგებლობა. რა თქმა უნდა, გრძელვადიან გაქირავებასაც აქვს თავისი უპირატესობები, თუნდაც ის, რომ არაა საჭირო ბინის მენეჯმენტი და თქვენი ჩართულობა მხოლოდ ქირის აღებით შემოიფარგლება, თუმცა როდესაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ბინის მოკლევადიანი გაქირავების საშუალებით გააორმაგოთ თქვენი შემოსავალი, მინიმუმ, დაფიქრებად მაინც ღირს ეს ყველაფერი.

კომენტარები

კომენტარები

გამოთვალეთ თქვენი ბინის პოტენციური შემოსავალი

იმისათვის რომ დაიწყოთ ჩაწერეთ მისამართი
საძინებლები
გამარჯვებული პროექტი